07:52 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 14:37:05, 828 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ოცნებაზე“ - მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ

მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, გუშინ ღარიბაშვილმა წარადგინა გონიოს ზუსტად ის პროექტი, რომელიც მის დროს უნდა დაწყებულიყო და 2014 წელს დასრულებულიყო.

„ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო.

რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” „სასტავმა“.

რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ.

ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ - მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics