13:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 17:53:32, 912 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირება მუნიციპალური ავტობუსებით მოხდება

რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება.  - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცობით, მგზავრთა გადაყვანა, #2, #6 და #7  ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება. 

"#2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა; 
#6 ავტობუსის მარშრუტი:  რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;
#7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი". - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics