|
2021-08-14 14:35:09, 1032 ნახვა
რეგიონი
ეკატერინე ტიკარაძე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა, თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამსახურს ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურისთვის 8 ერთეული Mercedes Benz–ის მარკის, მაღალი გამავლობის, მანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. სპეცმანქანები ქობულეთის რაინულ სამსახურსაც გადაეცა. ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. ახალი სპეცმანქანების ეკიპირება რეანომობილთანაა მიახლოებული. მაღალი გამავლობა კი, აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. კიდევ ერთი საიხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილო. ხოლო, ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)