14:17 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 20:21:05, 538 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტს მევენახეობის, მეხილეობის და მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს მევენახეობის, მეხილეობის, ასევე, მეცხოველობის განვითარების მიმართულებებით. - აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე  განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცცვის მიმართულებით მკაფიო განვითარების  გეგმა აქვს.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ვიმსჯელეთ, რომ კონკრეტული დაპირებები გავცეთ და კონკრეტულ დაპირებებზე ვიყოთ პასუხისმგებლები. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განვითარების გეგმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის მიმართულებით. ეს არის 10 წლიანი გეგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა არის ხელისუფლების პასუხისმებლობა, დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა იყოს შესასრულებული და რა მიზანს უნდა ვაღწევდეთ და, შესაბამისად, ჩვენ ვიყოთ ანგარიშვალდებული თითოეულ თქვენგანთან. ამისთვის ჩვენ ვართ ღია, გახსნილები. ეს გეგმები იყო წარდგენილი მოსახლეობისთვის. ჩვენ გევქნება მეტი კომუნიკაცია არჩევნების პროცესშიც. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება არჩევნების მერეც და ვისაუბრებთ კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ დარგებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics