|
2021-08-10 15:42:32, 1008 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული დეპარტამენტის უფროსი, ინგა დოლიძე დააჯილდოვა
60 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის ექიმი ლაბორანტი, ლაბორატორიული დეპარტამენტის უფროსი - ინგა დოლიძე დააჯილდოვა. ,,ჩემთვის დიდი პატივია სამინისტროს სახელით მივულოცო ქალბატონ ინგას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და სამედიცინო სფეროში გაწეული 42 წლიანი ღვაწლისთვის! ვუსურვებ ჯანმრთელობას უპირველესად და მრავალ ნაყოფიერ წელს პროფესიაში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამასხურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა რთულ ეპიდემიოლოგიურ ფონზე ლაბორანტების საქმიანობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ინგა დოლიძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ყველა მათგანის შრომა ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია COVID-19-ის დასამარცხებელ ერთიან ბრძოლაში. ცნობისთვის, ინგა დოლიძე 42 წლის მანძილზე, წარმატებით ეწევა საქმიანობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, გავლილი აქვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)