19:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 11:07:19, 497 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეს დასრულდება

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებუსა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტებმა მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

,,გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო - უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის რეგისტრაციის თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის მომართვის ვადა დღეს, 6 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.  შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2488

იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს’’ . - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics