|
2021-08-05 15:32:26, 448 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა
ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა ,სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა. „საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის, ასევე, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. საგარეო ეკონომიკური ფაქტორები კვლავ მაღალ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსია შიდა ფაქტორების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ქვეყნის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით ფორმირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან განაცხადა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)