|
2021-08-04 12:10:40, 694 ნახვა
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის ციფრული ჰაბის ფორმირებას
„საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (????????????) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის" პროექტის ინაუგურაცია გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანმა „საქართველოს პორტებში საპორტო საზოგადოების სისტემების (????????????) დანერგვის მიზანშეწონილობის შესწავლის" პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ???????????? - ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ესტონურ - გერმანული ქართული კონსორციუმის წარმომადგენლებიც. აღნიშნულმა კომპანიამ 10 თვის განმავლობაში უნდა შეისწავლოს ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობები, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან კოორდინაცია; ასევე მოამზადოს და საქართველოს მხარეს გადმოსცეს სტრატეგია და სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოში ????????????-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)