21:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 14:53:16, 291 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავამ შანაი ბრუკის მშობლებსა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს სამძიმარი გამოთქვა ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის გარდაცვალების გამო.
 
„ღრმა მწუხარება მინდა გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ.  ბოლო დრომდე გვქონდა იმედი, რომ მას ცოცხალს ვიპოვიდით. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება შედეგს დადებს," - განაცხადა მინისტრმა.
 
ნათია თურნავას განცხადებით, თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს დარტყმას აყენებს. „თითოეული ასეთი ერთეული შემთხვევა ჩვენ დიდ დარტყმას გვაყენებს იმიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იდეალურები. თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს, გაცილებით განვითარებულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, კრიმინალური შემთხვევები ხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმუმადე დავიყვანოთ და საქართველო, მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა და ასეთი ცვალებადი ვითარებისა, ტურისტებს უსაფრთხოდ მასპინძლობდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics