22:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 16:18:19, 761 ნახვა

საზოგადოება
ფაიზერით ვაქცინაცია აჭარაში დამტებით 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი

დღეიდან მოქალაქეებს ფაიზერით ვაქცინაციაზე რეგისტრაციის საშუალება დამატებით ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კლინიკების ჩამონათვალს ბათუმში - ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა. ფაიზერით იმუნიზაცია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებშიცაა შესაძლებელი. მსურველებს ჯავშნის გაკეთება ხულოს, შუახევისა და ქედის ევექსის ჰოსპიტლებში შეუძლიათ. გაიზარდა ამცრელი კაბინეტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, აქ მოქალაქეებს ფაიზერით ვაქცინაციისას დამატებით 6 ბრიგადა მოემსახურება.

"დღეისათვის აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში და ორ დიდი სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს. მობილიზებულია 33 ამცrელი ბრიგადა. გასული ორი დღის განმავლობაში ვაქცინაციისთვის ამცრელ კაბინეტებს ყველაზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. დღის განმავლობაში 2300-მდე პირი იტარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ამჟამად აჭარაში ვაქცინირებულია 51 057 მოქალაქე."- ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics