22:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 20:45:09, 831 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს

მათი ცნობი, შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, თუმცა ხაზი გაესვა, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ტრადიციულად, ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობებია. მათ შორის ისეთი ურთიერთობები ეკონომიკაში, რომელიც ორივე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ორივე ქვეყნის ბაზარს მეტ მიმზიდველობას მატებს იმიტომ, რომ  ცალ-ცალკე ჩვენ ვართ შედარებით მცირე ბაზრები, მაგრამ ერთობლიობაში რეგიონალურ ჭრილში ვხდებით გაცილებით უფრო მიმზიდველები. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი  რიგი საინტერესო ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, სარკინიგზო, ენერგეტიკული პროექტები და ბუნებრივია, შევეხეთ სამომავლო თანამშრომლობას და შემდგომში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

,,მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.40 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ამავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 101.1- მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე."- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics