22:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 16:13:24, 811 ნახვა

საზოგადოება
ციფრული მომსახურების გამწევ უცხოურ კომპანიებს დღგ-ს გადახდის ვალდებულება 1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ

ციფრული მომსახურების გამწევ უცხოურ კომპანიებს დღგ-ს გადახდის ვალდებულება  1-ელ ოქტომბრამდე გადაუვადდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.     

უწყების ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში,  რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) 2021 წლის 1-ლი ივლისიდან დაუდგინდათ რეგისტრაციის, დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება.

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა პორტალი -  https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.

აქვე კიდევ ერთხდელ განვმარტავთ, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (მაგ: BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე ( საკომისიო თანხაზე), რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.
იმისათვის, რომ აღნიშნულ მულტინაციონალურ კომპანიებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, გაეცნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მოახდინონ საქართველოში მათი მომხმარებლების ინფორმირება და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, მათთან გამართული მოლაპარეკებების შედეგად, გადაწყდა აღნიშნული წესების განხორციელების ვადის გადაწევა 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.
შესაბამისად, ის ოპერაციები, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წესები, დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრება 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.'' - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics