23:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 11:12:35, 1269 ნახვა

საზოგადოება
კელი დეგნანი - ვაქცინაცია საუკეთესო გზაა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი,  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. 

მისი თქმით, "ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიისგან საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და ეკონომიკის დასაცავად".

"აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზის გადმოცემა და ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ, ამდენი ქართველი მოდის რეგისტრაციასა და ვაქციანაციაზე. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ აქ, საქართველოში გამოვლინდა "დელტა" შტამი და ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხალხს, გთხოვთ, აიცერით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთება. აშშ ეხმარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ვაქცინაციის ფაზაშიც. ეს არის ის, რაც ნამდვილად დაამარცხებს პანდემიას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics