12:10 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 11:57:12, 924 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 4 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 4 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 6 კი, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.


უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია ბაღდათისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. კურორტ საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ 6 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ხანში, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მითითებულ მონაცემები, არ ემთხვეოდა ავტომანქანის ძარაზე განთავსებულ  ფაქტობრივ მასალას.


მათივე ინფორმაციით, გარდა ზემოაღნიშნულისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევებმა  წიფლის სახეობის 15 ერთეული მორისა და 2,5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. 


,,ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ონის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ერთი ერთეული წიფლის სახეობის და 12 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ზესტაფონის, ჭიათურის, ვანის, ხონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics