20:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 14:28:05, 753 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - აშშ-ის განცხადებები არ არის ნაჩქარევი, ეს პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯებია

სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც არსებობს - ჩვენ ძალიან იმედგაცრიებულები ვართ, თუ როგორ განვითარდა პროცესები, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

„სანქციები არის ერთ-ერთი, იმ მრავალი ინსტრუმეტიდან, რომელიც არსებობს. თქვენ ნახავდით აშშ-ის საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან იმედგაცრუებულები იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. საქართველოს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა იმ დრომდე, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთანავე, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ნაჩქარევი და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

„აშშ-ის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ნაჩქარევი. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ ისე, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics