18:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 10:42:41, 700 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპზე 8 კანდიდატი გადავიდა

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა.

ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი გადავიდა.

„11 განაცხადი შემოვიდა თავმჯდომარეზე, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ვუთხარით გადაყვანაზე, გაურკვეველი საბუთების წარმოდგენის გამო.

17 განაცხადია შემოსული წევრობაზე და აქედან ერთი ვერ გადავიდა გასაუბრებაზე (მარტო განცხადება იყო საბუთების გარეშე) და 16 გადავიდა.

კარგი ამბავი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, გასაუბრების ლაივსტრიმი გაუშვას (სავარაუდოდ ვებ-გვერდზე) და ტექნიკურ დეტალებს ვაგვარებთ“, - წერს სიმონიშვილი.

კანდიდატების ვინაობა დღეს გამოქვეყნდება და გასაუბრების ეტაპი 2 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics