17:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 21:51:17, 839 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებიდან 23 პირი დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებიდან 23 პირი დაზარალებულად ცნო.

ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

ასევე მათივე ინფორმაციით, 23 პირიდან 17 ჟურნალისტი და ოპერატორია.

„5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ამ ეტაპზე დაზარალებულად ცნობილია 23 პირი, მათ შორის 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics