|
2021-07-02 15:31:37, 1027 ნახვა
ეკონომიკა
1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4,171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში და უკრაინაში. 2020 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება - 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები. 2 ივლისის მდგომარეობით, სამაცივრე მეურნეობებში ატამის ჩაბარების ფასი 1.00 ლარიდან 1.40 ლარამდეა, ხოლო ნექტარინის (ვაშლატამა) - 1.20 ლარიდან 1.80 ლარამდე. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)