15:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 15:10:30, 754 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლში თეძამის წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

ქვეყნის მასშტაბით, წყალსაცავების მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში დაგეგმილია თეძამის წყალსაცავის მშენებლობა.

პროექტის შედეგად, რეგულარულად მოირწყვება 5 000 ჰექტრამდე  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი

გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო,  წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავებისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწყებულია კვლევა არსებული და ახლად მოსაწყობი (ჯამში 24 ერთეული) საირიგაციო წყალსაცავების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, მათ შორის, ილტოს წყალსაცავი კახეთში (80 მლნ/მ3 ), დალის მთის წყალსაცავი დედოფლისწყაროში (140 მლნ/მ3).   კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება წყალსაცავის მშენებლობასთან  დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics