17:07 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 14:45:38, 1007 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე თამარ ჟვანიაზე - კარგი იქნებოდა ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო

კარგი იქნებოდა ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო, იმ ოპოზიციისგან, რომლებმაც თვეების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყუილი დააბრალეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics