|
2021-06-30 12:32:23, 665 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ატმის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს
ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები და გადამმუშავებლები აცხადებენ, რომ წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია, საკმაოდ დიდია მოთხოვნა, რაც პროდუქციის ფასსა და ექსპორტის ზრდაზეც აისახება. ქართული პროდუქციის ექსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში, შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არსებული მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი. მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურას მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს. ამავდროულად, რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამაცივრე, მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)