15:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 15:49:25, 733 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"თათბირს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე.

შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა, ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა.

გაგრძელდება ბაგა-ბაღების, ამბულატორიების, სპორტული მოედნების, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების, სოფლის სახლებისა და ცენტრების კეთილმოწყობა, დაგეგმილია სარწყავი არხების რეაბილიტაცია. ყურადღება გაამახვილა ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე.

ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ჩირუხის, ჯვარიმინდორისა და წისქვილების სოფლში. გაგრძელდება მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, ახალი ველობილიკის მოწყობა. ომარ ტაკიძემ, აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტში მაინც რჩება რიგი გამოწვევები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდური და ეფექტური მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics