17:11 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 17:57:47, 1059 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - პროექტის მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ მმართველი კომიტეტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა და საკომიტეტო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ შეხვედრას ასევე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილე, ვაჰაგ მურადიანი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა ბოლო წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებაა. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება.

პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვან მსხვერპლებსა და დამნაშავეებთან სამუშაოდ, ასევე, დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics