2021-06-28 12:47:17, 2387 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ივლისიდან მზად იქნება, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.
„შეგვილია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად შემდეგი კვირის დასაწყისში ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია. შემდეგი თვიდან მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე ცეტრალიზებულად თბილისში, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან