17:11 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 16:05:22, 853 ნახვა

საზოგადოება
ახმეტელის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

900 კვ. მ. ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, დამონტაჟდა განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის სათამაშო ზონა მოეწყო.

ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 757 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics