16:05 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 12:26:31, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვარამიას და კეზერაშვილის სიზმრები ვიხილეთ, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს

თუ კახა კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, ასეთია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განუცხადა.

„გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები დ ამ სიზმრის ახსნა არის მარტივი - მათ სურთ და ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მარტივად იშიფრება მათი სიზმრები იმ მონაცემით, რომელიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ეს არის სიზმრები, ისევე როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ წინა არჩევნებიდან, რომ ვერასდროს ახერხებდნენ შედეგების გამოცნობას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს კვლევები არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი. „ედისონმა“ ეგზიტპოლი მიუახლოვა შედეგს. კვლევებში ჰქონდა აცდენა, უხეშად ცდებოდნენ ხოლმე და ეგზიტპოლი ცოტა მიუახლოვეს. რაც შეეხება IPSOS-ს, მათ საერთოდ 40% დაწერეს ეგზიტპოლშიც კი. ყველამ იცის რომ ეს ციფრები იწერება კონკრეტულ კაბინეტებში“, - განაცადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა შორის 32%-ით კახა კალაძე ლიდერობს, ნიკა მელიას - 17% აქვს, გიორგი გახარიას კი - 15%.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics