|
2021-06-25 11:40:55, 850 ნახვა
ეკონომიკა
„ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი მოგებით ბაზრის ლიდერია!
„ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი 2020 წლის ბოლოს შედეგებით 837 ათას ლარიან მოგებაზეა. სალიზინგო ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშისთვის, მაშინ, როდესაც კომპანიების დიდი უმრავლესობა ზარალზეა, საკმაოდ კარგი შედეგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმატების საიდუმლო თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მიდგომასა და მათთვის ლიზინგის საუკეთესო პირობებით შეთავაზებაშია. ბბ ლიზინგი მომსახურებას სთავაზობს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანიის მიზანია, პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით მიაწოდოს მომხმარებელს სალიზინგო პროდუქტები და მისცეს მათ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, ასევე, გაუუმჯობესოს არსებული მატერიალური მდგომარეობა და შეუქმნას უფრო მეტი კომფორტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი არ აფინანსებს სალომბარდე შინაარსის განაცხადებს. პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შესაბამისად, ბბ ლიზინგი მაქსიმალურად აქტიური იქნება ამ მიმართულებითაც, რითიც საკუთარ წვლილს შეიტანს ეკონომიკის რეაბილიტაციაში. რაც შეეხება ბბ ლიზინგის სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს პოტენციურ მომხმარებელში ცნობადობის მეტად გაზრდას და ბაზარზე მყარად პოზიციონირებას, როგორც საუკეთესო ფასისა და მოქნილი სერვისის მიმწოდებელი სალიზინგო კომპანია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)