|
2021-06-24 15:24:31, 1071 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა
ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს 80 წელი შეუსრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარესთან, ილია ვერძაძესთან ერთად, ღვაწლმოსილ ექიმს იუბილე მიულოცა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ,,მადლობას მოგახსენებთ ჯანმნრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისა და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის. თქვენ გაწეული საქმით შეძელით და მიხარია, რომ უკან გიბრუნდებათ საზოგადოების სიყვარული, პატივისცემას და მადლიერება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!“ - განაცხადა სიტყვით მიმართვისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, ნაბრი მიქელაძე 1941 წლის 24 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაიბადა. 1964 წელს სანქტპეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, პროფესიულ საქმიანობას 50 წლის განმავლობაში ეწეოდა ბათუმისა და კიევის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ღვაწლმოსული ექიმი აქტიურ პროფესიულ საქმიანობას 2014 წლიდან აღარ ეწევა. ნაბრი მიქელაძის საიუბილეო ღონისძიება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრში გაიმართა, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)