|
2021-06-24 12:39:06, 1006 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან ერთ სასტუმროში ყოფნას ადასტურებს, თუმცა მასთან შეხვედრას უარყოფს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი. ამასთანავე, გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას, რომ ის შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პარტიასთან არაფერი საერთო არ აქვს. მანვე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთივე ჟინით რომ ებრძოლა როგორც დღეს მისი პარტიის წინააღმდეგ იბრძვის, საქართველოში სულ სხვა პოლიტიკური ვითარება იქნებოდა. „ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით და მეორე დღესვე, უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არანაირი არ გვქონია და საერთოდ ეს, არასერიოზულია. ჩვენი წასვლა, თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ, ლოგისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან, არაფერი არ არის და შეხვედრაზე, საუბარიც ზედმეტია. არაფერი მე დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მაქვს და მეტსაც გეტყვით, „ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური ვითარება იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)