|
2021-06-23 16:41:07, 596 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და მეკავშირე ოფიცერს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან და მეკავშირე ოფიცერთან, იაცეკ სტოხელთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ადამიანების გატაცებაზე, გენდერულ საკითხებსა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქართული მხარის მზაობას, დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მადლობა გადაუხადა განხორციელებული საქმიანობისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)