|
2021-06-23 13:59:33, 462 ნახვა
საზოგადოება
პეკინში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ დეგუსტაციაზე, განსაკუთრებული მოწონება ქვევრის ღვინომ დაიმსახურა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Georgian Wine Promotion House“ ორგანიზებით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მას ღვინის პროფესიონალები, დიპლომატები, ღვინით ვაჭრობის სფეროს, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის 34 სხვადასხვა ღვინო დაეგემოვნებინათ. აღნიშნული ღვინის ნიმუშები ჩინეთის 15 სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქარვისფერი ღვინოები, დეგუსტაციაზე წარმოდგენელმა ქვევრის ღვინოებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)