|
2021-06-23 11:25:17, 717 ნახვა
საზოგადოება
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისიდან მსვლელობა იწყება
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც სოფელ ქვემო ჭალისკენ გაემართებიან, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საპროტესტო აქცია არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, არამედ ქმედებაა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ეფექტურად იმოქმედოს. „ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ეს 11 თვე, რაც გატაცებულია ზაზა გახელაძე, დავხარჯეთ არა ქმედით ნაბიჯებში, საერთაშორისო წნეხის გაზრდაში და სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებაში, ძირითადად ოჯახის გაჩუმებაში და საკითხის მიყრუებაში. თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ხელიუფლება ვხედავთ, რომ ამჯობინებს ჩუმად ყოფნას, ამიტომ ეს აქცია არის არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, არამედ ქმედება, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ მართლაც ეფექტურად იმოქმედოს და გამოიყვანოს ზაზა გახელაძე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)