|
2021-06-22 13:31:25, 533 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში იქნებიან ჩართული. მდგრადი საჯარო შესყიდვები გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კონკრეტული შესყიდვების ობიექტების საჯარო შესყიდვისას, როგორიც არის საოფისე დანადგარები, საწმენდი საშუალებები, საბეჭდი ქაღალდი, მდგრადი განვითარების სამი საფუძვლის - ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი -გათვალისწინებით დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიზანია გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდა და გარემოზე ზემოქმედების მართვის სწორი მექანიზმების დანერგვა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკომარკირების სისტემის ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)