|
2021-06-22 12:22:39, 581 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდების პროცესში გარკვეეული შეფერხება შეიქმნა, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია. მისი თქმით, აღნიშნულის გამო საქართველოს დაახლოებით 4-5 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი შეექმნა. „მინდა, განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ორი დღეა, ქვეყანაში ხდება. საკითხი შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტურ ხარჯვას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, 43 000-43 000 დოზა, ცოტა მეტი, მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი. „პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს „ასტრაზენეკასი“ და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)