|
2021-06-21 18:32:53, 1233 ნახვა
საზოგადოება
თამარ ჟვანია - ჩვენს უკან დგას სიმართლე, არ ვაპირებ წასვლას
არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ხარვეზიანი, თუმცა ის გაყალბებული არ ყოფილა. „ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე და არცერთი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე. თუმცა, ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები. როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ჯერჯერობით ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)