|
2021-06-21 14:24:11, 742 ნახვა
პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშია“ სასამართლოებში არსებული კლანური მმართველობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტს საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიი შექმნის მოთხოვნით მიმართავს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა „საგანგაშოა“ და „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი. „მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოება უმძიმეს შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ჩვენი პარტნიორების ხაზგასმული აქცენტია, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა „კლანი“ და ეს „კლანი“ ძირს უთხრის არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ მოქმედებს დემოკრატიის განვითარების წინააღმდეგ და რა თქა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს თავისუფალი სასამართლოს იმედი არ აქვს. ადამიანებს სასამართლოს მიმართ ყველანაირი იმედი დაკარგული აქვს. საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა, რომელიც მიწეპებულია ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლების პირობებში კომფორტულად გრძნობს თავს და მაშინ, როცა „ქართული ოცნება" დამოუკიდებელი სასამართლოს დაპირებით მოვიდა ჩვენ ვხედავთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანი“ საერთო სასამართლოებში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როდესაც „ქართული ოცნება" იმ შეთანხმებას არღვევს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)