|
2021-06-18 10:03:31, 1058 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე ტაძარი 70-წლიან სარგებლობაში გადაეცა
საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე ტაძარი გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა, - ამის შესახებ არქიმანდრიტი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტაძარში დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები. „დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამრევლოს სახელით, მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს მიმართ. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმინდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ჩვენი სამრევლოს ყველა წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას“, - წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)