|
2021-06-15 19:00:29, 899 ნახვა
კომენტარი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ნეგატიურად ვითარდება
„ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ნეგატიურად ვითარდება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მკაფიოდ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, როდესაც საქმე ეხება საერთშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს. „ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ გვინდა, რომ ეს უერთიერთობები უფრო პროგნოზირებადი იყოს. ამისთვის კი არსებობს სამი გზა. ევროკავშირი მკაფიოდ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, როდესაც საქმე ეხება საერთშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს. ჩვენ შევაკავებთ რუსეთის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს. მაგრამ ამავე დროს, ვითანამშრომლებთ, როგორც ეს შესაძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში და ადამიანებს შორის კონტაქტების საკითხზე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)