16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 17:50:40, 853 ნახვა

რეგიონი
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი  ომარ ტაკიძე და  მერის მოადგილე რუსუდან შავაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ, ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვეს და ბავშვების მიერ გამართულ სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს.

უწყებამ წელს პირველად აამოქმედა მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით.  უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტების ვაუჩერით.  

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები სარგებლობენ  თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით. მოქმედებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics