|
2021-06-11 16:20:12, 659 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება
ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება - ამის შესახებ „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე. ლაშა ხუციშვილის თქმით, 9.3 პროცენტამდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ - 60 პროცენტიან ზღვარს. „ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1 პროცენტის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოცდება 60 პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება. ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5 პროცენტამდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)