|
2021-06-08 12:02:10, 1149 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - საკირესა და მზეთამზეს, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფლატესა და ზარზმის მიმდებარედ, მოქალაქეებს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ნაძვისა და ფიჭვის სახეობის - ჯამში - 11,5 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამასთანავე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 3.8 კუბურ მეტრამდე სოჭის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული დოკუმენტში მითითებულ სატყეო უბნის კვარტალში. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)