|
2021-06-07 16:11:17, 720 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ რიკერი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში
ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწმემ, ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში „ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით და ჩემთან ერთად არის უსაფრთხოების მრჩეველი. ამ დრომდე ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა ასევე გასულ შემოდგომაზე, როდესაც სახელმწიფო მდივანი, პომპეო იმყოფებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ნიღბის ტარება ამ მნიშვნელოვან და დინამიურ დროს საქართველოსთვის. ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)