04:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-06 10:44:59, 861 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი  არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.  

ჩატარებული სამუშაოები  სოფელ    ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულებაა  3 287 777 მლნ ლარი.

სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან  ერთად  გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics