05:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 16:40:21, 556 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას მინისტრი ბექირ პაკდემირლი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ცხოველთა  ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი  წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში გაწეული სამუშაო საშუალებას მისცემს ქართველ მწარმოებლებს, ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი გაზარდონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბექირ პაკდემირლიმ მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით თურქეთში დანერგილ ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიაროს.

„გვაქვს ფერმერთა და ცხოველთა ელექტრონულ რეგისტრაციის სისტემების წარმატებული პროგრამები; ასევე, გვაქვს ელექტრონული სასოფლო-სამეურნეო  ბაზარი, რომელიც ფერმერების სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას და შემოსავლების ზრდასა ემსახურება“, - განაცხადა  ბექირ პაკდემირლმა.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეცნიერო, მარცვლეული კულტურების, სატყეო და სასურსათო პროდუქციის ნარჩენების მართვის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მეთხილეობის მიმართულებით სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დადებითად აისახება როგორც საექსპორტო ბაზრების გაფართოების, ასევე თხილის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებზე. 

შეხვედრას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფატმა  ჯერენ იაზგანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics