|
2021-06-03 13:47:10, 792 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა ამნისტიაზე უარს აცხადებს
არანაირი ამნისტია არ მინდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საქმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულია. „ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი, ივანიშვილის მხრიდან ჩვეულებრივად არის შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, ცემენ დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან შენ, ბრალს წაგიყენებენ როგორც მელიას და ცემის მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს შენზე დიდსულოვნად, არანაირი ამნისტია მე არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგამ ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არის ჩვეულებრივად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შემდეგ იფუთება სასამართლოს და პროკურატურის მიერ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არც ველოდები არაფერს ამ სასამართლოსგან, პატიმრობაც რომ გამოიტანონ არ მანაღვლებს, ეს საქმე არ დამთავრდება და არ დაიხურება სანამ არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ივნისს გაგრძელდება. საქმე ეხება 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს ორი უცნობი პირი დაესხა. გამოძიება უგულავას ძიუდოისტ ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)