|
2021-06-03 12:41:07, 1122 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, ეს სხვაზე უფრო მეტად ჭორია
არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილის მიერ გახარიას შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. „მთავარი კითხვაა - რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახან რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში, აღმოაჩინა, რომ თურმე, ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართულ-ჯიგრული მოვლენა და არაფერი მსგავსი არ ხდებოდა. დღეს საუბრობს, როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს 20 ივნისს სროლა და მისი საპარლამენტო მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი იმ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს, რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)