06:30 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 10:29:41, 396 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის (სამეგრელოს რეგიონი) განვითარების პროექტი განიხილეს.

პროექტი მოიცავს 9000 ჰექტარამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის  მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის    რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პროექტზე მუშაობა განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics