07:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 13:44:42, 521 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომელიეები, რესტორატორები, ღვინის სფეროს მწერლები, მედიის წარმომადგენლები კრაკოვიდან და კატოვიცედან.

„დეგუსტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის იმ მცირე მარნების 10-მდე დასახელების ღვინო, რომელთა ექსპორტი დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.

ქ.კრაკოვში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ჟურნალისტი მარიუს კაპჩინსკი და კომპანიის „მალინოვა“ ხელმძღვანელი მარჩინ სვიატკოვსი უძღვებოდნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ღვინის რეალიზაცია 60-მდე კომპანიამ განახორციელა და ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics