|
2021-06-01 12:43:14, 841 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის რეგიონში, ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი იმყოფებოდნენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მოქმედ სერვისცენტრებში მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. „მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინია მობილიზებული. წელს, ჩვენი ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან. ვფიქრობ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, შევძლებთ ორგანიზებულად ვმართოთ პროცესი. მოვუწოდებ ფერმერებს, დროულად გააკეთონ მოსავლის ამღები ტექნიკის მომსახურებაზე განაცხადი, გააფორმონ ხელშეკრულება, რათა ოპერატიულად მიიღონ მომსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. „ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ორგანიზებულად შეძლონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. მათი ინფორმაციით, „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინის გარდა, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)