|
2021-05-31 16:35:25, 915 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - რატომ შემოდიან, ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! დაეტიონ ქუჩაში
რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?!, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. „საერთოდ რატომ შემოდიან ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში, რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ?! ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ?! ხომ არიან ღირსები, რომ ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ რასაც ჩვენ გვეძახდნენ და კიდევ უარესი. დაეტიონ იმ ქუჩაში, რა ნამუსით შემოდიან, რა სინდისით შემოდიან, თვალებში როგორ უნდა ჩაგვხედონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოაწერა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)